logo_geo
ეგვიპტეში ფარაონის ოქრომჭედლის მუმია იპოვეს
- +

9 სექტემბერი. 2017. 23:10



BBC-ის ინფორმაციით, ეგვიპტის ქალაქ ლუქსორის მახლობლად იპოვეს სამარხი, რომელიც ფარაონების ოქრომჭედელს ეკუთვნოდა. არქეოლოგების ცნობით, მუმია 3,5 ათასი წლისაა.


სარკოფაგი მდინარე ნილოსის დასავლეთ მხარესაა, სადაც ძველად მაღალი სოციალური სტატუსის ადამიანებს მარხავდნენ. არქეოლოგიური გათხრების დროს, ასევე იპოვეს ოქრომჭედლის ცოლის მუმია, ე.წ. დასაკრძალავი ნიღაბი და კერამიკული ნივთები.


ეგვიპტის სიძველეების მინისტრის ხალელდ ალ-ანანის თქმით, სამარხი ოქრომჭედელ ამენხეტს ეკუთვნის.












 

big_banner
არქივი