logo_geo
მიხეილ სააკაშვილი პოლონეთ-უკრაინის საზღვრისკენ ჟურნალისტებთან ერთად ავტობუსით გაემგზავრება
- +

10 სექტემბერი. 2017. 11:26


წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტებით სავსე ავტობუსი ვარშავიდან პერემიშლისკენ დაიძრა, სადაც მიხეილ სააკაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.


პრესკონფერენციის შემდეგ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ჟურნალისტებთან ერთად „კრაკოვეცის" გამშვები პუნქტისკენ გაემგზავრება.


მიხეილ სააკაშვილის თანაშემწეების თქმით, ის ჟურნალისტებს შეუერთდება და მათთან ერთად ავტობუსით პოლონეთ-უკრაინის საზღვრისკენ გაემგზავრება.


 

big_banner
არქივი