logo_geo
ფხენიანს ბირთვული იარაღის შექმნაში ირანი და რუსეთი ეხმარებოდნენ?
- +

10 სექტემბერი. 2017. 12:30


ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი წერს, რომ რუსეთი და ირანი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღის განვითარებაში ეხმარებოდნენ.


გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის ხელისუფლებაში ეჭვობენ, რომ ბირთვული იარაღის „წარმატებით შექმნაში" გამოცდილი ირანი და რუსეთი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეას იგივე სფეროში ეხმარებოდეს, რაც საბოლოოდ ფხენიანის ბირთვული შეიარაღების გაძლიერებაში აისახება.


გამოცემა სახელისუფლებო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ჩრდილოკორეელი მეცნიერები დამოუკიდებლად ვერ შეძლებდნენ იმ წარმატების მიღწევას, რაც ფხენიანს ამ მიმართულებით აქვს.

 

„ახლა იმის კვლევა-ძიება მიმდინარეობს, თუ როგორ მოახერხა ჩრდილოეთ კორეამ ისეთი ტექნოლოგიური გარღვევის მიღწევა, როგორიც დღეს აქვს", - წერს გამოცემა.


სანამ დასავლელი დიპლომატები ამ საკითხების გარკვევით არიან დაკავებულნი, კიმ ჩენ ინმა წყალბადის ბომბის შემქმნელებისთვის წვეულება გამართა და ჩრდილოკორეელ მეცნიერებს ქვეყნის ბირთვული შეიარაღების გაძლიერებისთვის ახალი ენერგიით მუშაობისკენ მოუწოდა.


ოფიციალური ფხენიანის ცნობით, 3 სექტემბერს ჩრდილოეთ კორეამ წარმატებით გამოსცადა წყალბადის ბომბი, რომლის დამაგრებაც შორ მანძილზე მოქმედ რაკეტაზეა შესაძლებელი.


გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ბომბის გამოცდამ გამოიწვია ჩრდილოეთ კორეაში 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა.


4 სექტემბერს გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული ბომბის გამოცდის გამო საგანგებო სხდომა გამართა. მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ლიდერები ფხენიანისთვის სანქციათა გაფართოების ინიციატივითაც გამოვიდნენ. თუმცა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციებს აზრი არ აქვს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი