logo_geo
დუბაიში 1-ოთახიანი ბინები 50 ბიტკოინად იყიდება
- +

11 სექტემბერი. 2017. 11:54



კომპანია „Aston Plaza and Residences" დუბაიში 1-ოთახიან ბინებს 50 ბიტკოინად ყიდის. კომპანიის განცხადებით, ბინის ღირებულება შეიძლება შეიცვალოს, რადგან ბიტკოინის ფასი, დოლართან მიმართებით, მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. მომხმარებელსა და კომპანიას შორის ფულად ტრანზაქციას კომპანია „BitPay" შეასრულებს.


პროექტის წარმომადგენლის, მიშელ მონეს განცხადებით, ოქტომბერში უძრავი ქონების ბიტკოინით შეძენის მსურველებს უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ - „ჩვენ გვინდა ბიტკოინის სამყაროს შესაძლებლობა მივცეთ".


1 ბიტკოინის ღირებულება $4 600-ზე მეტს შეადგენს. 2017 წლის დასაწყისიდან მისი ფასი 4-ზე მეტჯერ გაიზარდა.











 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი