logo_geo
ფოტოგრაფმა „მაიმუნის სელფის“ საქმე მოიგო
- +

12 სექტემბერი. 2017. 17:29



ბრიტანელმა ფოტოგრაფმა დევიდ სლეიტერმა პავიანის სახეობის მაიმუნის სელფის საქმე მოიგო. ინციდენტი 2011 წელს მოხდა, როდესაც მაიმუნმა, სახელად ნარუტომ, ფოტოგრაფს აპარატი წაართვა და თვითონ გადაიღო „სელფი". სლეიტერმა ფოტო საკუთარ საავტორო ქონების სიაში შეიყვანა, თუმცა, ცხოველთა დამცველების ორგანიზაცია PETA 2 წელი იბრძოდა იმისთვის, რომ „სელფი" ნარუტოს საკუთრებად ეღიარებინათ.


სასამართლომ დაადგინა, რომ მაიმუნს შეუძლებელია ჰქონდეს საავტორო უფლება, შესაბამისად, ფოტო სლეიტერს ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ ფოტოგრაფი ორგანიზაციაში მაიმუნებზე ზრუნვის ფონდში, ჰონორარის 25%-ის გადარიცხვას დათანხმდა.


„სელფის საქმეს" ფართომასშტაბიანი გამოხმაურება მოჰყვა. უცხოენოვანი გამოცემები აღნიშნავენ, რომ ამ საქმით, ცხოველთა უფლებების დაცვის სისტემა უფრო წინ წავიდა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი