Apple-მა Apple watch-ი წარადგინა. კორპორაცია ახალი სმარტფონების პრეზენტაციას ამ წუთებში მართავს.
Apple Watch Series 3-ში ჩაპროგრამებულია ფიჭური მოდული, რომელსაც LTE მხარდაჭერა აქვს. ამრიგად, iPhone-თან დაკავშირების გარეშე საათით შესაძლებელია დარეკვა და სიმღერის ჩამოტვირთვა.
ამასთან, ახალ საათს ახალი პროცესორი Apple W2-ი აქვს, რომლის წყალობითაც წინა მოდელისგან განსახვავებით ის 70%-ით სწრაფად მუშაობს.
Apple Watch Series 3-ის გაყიდვა 22 სექტემბრიდან დაიწყება. LTE მხარდამჭერის მქონე საათის ფასი 400 დოლარიდან იქნება, ფიჭური მოდულის გარეშე კი 330 დოლარი ეღირება.
უფრო ადრე Apple-მა პრეზენტაციაზე iPhone 8-ი და 8 Plus-ი წარადგინა.