logo_geo
უელსსა და ინგლისში გამორიყული ფიზალიების გამო სანაპირო დროებით გადაკეტეს
- +

12 სექტემბერი. 2017. 23:17


BBC-ს ინფორმაციით, პერანპორტის, პორტმელონისა და კორნიშის სანაპიროები პოლიციამ დროებით გადაკეტა. მოსახლეობას ზღვის სანაპიროზე გასვლა და წყალში ბანაობა ხმელეთზე გამორიყული ფიზალიების გამო აეკრძალა. ფიზალია ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებას შეიცავს, განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისთვის. კორნიშის სანაპიროზე ფიზალიების გარდა წყალმა წყლის კუებიც გამორიყა.


ოკეანეებში ბინადარი „პორტუგალიური სამხედრო ხომალდის" სახელწოდებით ცნობილი ფიზალია მედუზისებრ-სიფონოფორისის ოჯახს ეკუთვნის, რომელიც ადამიანის სხეულის ზედაპირზე საცეცების შეხებისას კანის დამწვრობას იწვევს. წლების წინ უელსში დაფიქსირდა შემთხვევა, როცა წყალში მყოფ ადამიანზე რამდენიმე ფიზალიას თავდასხმა ფატალურად დასრულდა.


 

big_banner
არქივი