აშშ-ში, შტატ იუტაში კერძო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც ერთი ოჯახის 4 წევრი, მათ შორის 2 ბავშვი დაიღუპა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, თვითმფრინავი Cirrus SR22 ფორტ-კოლინზიდან მოას მიმართულებით მიფრინავდა.
მედიის ცნობით, პილოტმა დახმარებაც ითხოვა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზი ამინდი და ღრუბლები გახდა.
ავიაკატასტროფის ზუსტი მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.