logo_geo
„ისლამური სახელმწიფო“ ევროპაში ტერაქტების მოწყობასა და ტყის ხანძრების გაჩენას გეგმავს
- +

17 სექტემბერი. 2017. 16:37



საფრანგეთის პოლიციის ცნობით, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო" ევროპის მასშტაბით სარკინიგზო ხაზებზე ტერაქტების განხორციელებას, ტყის ხანძრების სერიასა და საკვები პროდუქტების მოწამვლას გეგმავს.


ინფორმაციას Le Parisien ნაციონალური პოლიციის გენერალური სამმართველოს საიდუმლო დოკუმენტზე დაყრდნობით წერს.


დოკუმენტის თანახმად, საფრანგეთში ტერორიზმის რისკი ძალიან მაღალია, ამიტომ, ახალი რეალობის გათვალისწინებით ანტიტერირისტული გეგმის გადახედვა იგეგმება. შესაბამისად, სარკინიგზო ხაზების, სკოლების და უნივერსიტეტების დაცვა გაძლიერდება.


ევროპაში ბოლო დიდი ტერაქტი ბარსელონაში, 17 აგვისტოს მოხდა, როდესაც ქვეითად მოძრავ ადამიანებს მანქანამ გადაუარა. ტერაქტის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 130 დაშავდა. 15 სექტემბერს კი ლონდონის მეტროპოლიტენში მოხდა აფეთქება. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. შემთხვევის შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა.











 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი