logo_geo
მარსელში უცნობმა ამერიკელ ტურისტებს სახეში მჟავა შეასხა
- +

17 სექტემბერი. 2017. 18:18



საფრანგეთში, მარსელის Saint-Charles-ის რკინიგზის სადგურზე უცნობმა ქალმა ამერიკელ ტურისტებს სახეში მჟავა შეასხა. ინფორმაციას ადგილობრივი გაზეთი Provence ავრცელებს.


გამოცემის ცნობით, 4 ტურისტ გოგოსთან უცნობი მივიდა და სახეში მჟავა შეასხა. ინციდენტი ადგილობრივი დროით, დილის 11 საათზე მოხდა.


ოთხი ტურისტიდან მხოლოდ ორი დაშავდა. ეჭვმიტანილი 41 წლის ქალია, რომელიც უკვე პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. პოლიციის ცნობით, ინციდენტის დროს ეჭვმიტანილ ქალს არანაირი ტერორისტული მოწოდებები არ წარმოუთქვამს.


დღეს საფრანგეთის პოლიციამ სარწმუნო წყაროზე დაყრდნობი გაავრცელა ინფორმაცია ევროპის სარკინიგზო გზებზე მოსალოდნელი ტერაქტების საფრთხეების შესახებ.












 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი