logo_geo
დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს ზედმეტსახელი შეარქვა
- +

17 სექტემბერი. 2017. 18:21



ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს ზედმეტსახელი შეარქვა და მას „ადამიანი რაკეტა" უწოდა. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.


„საღამოს სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ტელეფონით ვესაუბრე და ვკითხე, როგორ არის „ადამიანი რაკეტა-მეთქი", - წერს ტრამპი ტვიტერზე.


თეთრი სახლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარში ლიდერებმა ჩრდილოეთ კორეის მიერ 15 სექტემბერს რაკეტის გაშვების საკითხზე იმსჯელეს.


პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ფხენიანის შესაკავებლად ეკონომიკური და დიპლომატიური ზეწოლა უნდა გაგრძელდეს.










 

big_banner
არქივი