logo_geo
იაპონიას ტაიფუნი „თალიმი“ დაატყდა თავს
- +

18 სექტემბერი. 2017. 03:35



იაპონიას ტაიფუნი „თალიმი" დაატყდა თავს. ქარის სიჩქარე საათში 120 კილომეტრს აღწევს. ქარიშხალს თან ძლიერი წვიმაც ახლავს.


სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოესი ორი დღის განმავლობაში ქვეყანაში შესაძლოა, თვენახევრის ნორმა ნალექი მოვიდეს.


სტიქიას უკვე მოჰყვა მეწყერი კუნძულ კიუსიუზე. ვრცელდება ინფორმაცია ნგრევის შესახებაც.


უსაფრთხოების მიზნით, სამხრეთ რეგიონებიდან 230 000-მდე ადგილობრივი მოსახლის ევაკუაციაც განხორციელდა.


სტიქიის გამო, ასობით ავია და სარკინიგზო რეისი გაუქმდა.











 

big_banner
არქივი