logo_geo
დავით საყვარელიძეს სისხლის სამართლის დანაშაულში ედება ბრალი!
- +

18 სექტემბერი. 2017. 20:09


ლვოვის რაიონული პროკურატურის მიერ საიტზე განთავსებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლომ აღიარა, რომ სავარაუდო ეჭვი დავით საყვარელიძის მიმართ ექს-გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის „გარღვევასთან" დაკავშირებით საფუძვლიანია.


დოკუმენტში ნათქვამია, რომ უწყების სისხლის სამართლის დანაშაულის განყოფილება ახორციელებს პროცესუალურ მოკვლევას ჯგუფურად საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის, უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე პირთა უკანონო გადაყვანის, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და ძალადობის ნიშნებზე, რასაც ადგილი ჰქონდა 10.09.2017 წელს, „შეგინის" საერთაშორისო გამშვებ პუნქტზე.


„გააანალიზა და შეაფასა რა წარმოდგენილი მტკიცებულებები, სასამართლომ დაცვის მხარის არგუმენტები უარყო, აღიარა ისინი როგორც სათანადო და დასაშვები და ასევე განაცხადა, რომ ისინი საკმარისია, რათა სასამართლომ იმსჯელოს დავით საყვარელიძის მიმართ სავარაუდო ეჭვებზე ზემოაღნიშნული სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში", - ნათქვამია განცხადებაში


 

big_banner
არქივი