logo_geo
სერგეი ლავროვმა შვეიცარიელ კოლეგას შეხვედრის დაწყებისას რამდენიმე ყლუპი ალკოჰოლური სასმელი შესთავაზა
- +

19 სექტემბერი. 2017. 01:50


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა შვეიცარიელ კოლეგას დიდიე ბურკჰალტერს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, რამდენიმე ყლუპი ალკოჰოლური სასმელი შესთავაზა.


ორმხრივი შეხვედრის დაწყებისას, სერგეი ლავროვმა კოლეგას ინგლისურად მიმართა, რომ ჟურნალისტებს რამდენიმე კადრის (shot) გადაღება უნდათ, თუმცა ის თავად მზად არის, მას რამდენიმე ყლუპი ალკოჰოლური სასმელი (ინგლისურად ასევე shot) შესთავაზოს.


შვეიცარიელი ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას უსურვებდა თავის კოლეგას, ლავროვმა უპასუხა: „მე მას ვუსურვებდი იმას, რასაც ის თავის თავს უსურვებს. მთავარი არა ისაა, რაც სხვებისთვის გვინდა, არამედ ის, რაც თითოეულ ჩვენგანს საკუთარი თავისთვის სურს".


ლავროვი ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში იმყოფება. რუსეთის მთავარი დიპლომატი 21 სექტემბერს გამოვა სიტყვით.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი