logo_geo
ლეონარდო დიკაპრიოს ფონდი გარემოს დასაცავად 20 მილიონ დოლარს გამოყოფს
- +

21 სექტემბერი. 2017. 00:36


მსახიობის ლეონარდო დიკაპრიოს ფონდი გარემოს დასაცავად 20 მილიონ დოლარს გამოყოფს. როგორც იელის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას თავად ოსკაროსანმა მსახიობმა განაცხადა, ეს თანხა გრანტების სახით იმ ორგანიზაციებზე გაიცემა, რომლებიც კლიმატის ცვლილებების მავნე შედეგების აღმოფხვრასა და გარემოს დაცვაზე მუშაობენ. დი კაპრიოს ფონდიდან ფულს 100 ორგანიზაცია მიიღებს.


აღსანიშნავია, რომ ჰოლივუდის მსახიობის ფონდისთვის 20 მილიონი რეკორდული თანხაა. 1998 წელს დაფუძნებულ ფონდს გარემოს დასაცავად სულ 60 მილიონი დოლარი აქვს გაცემული.


 

big_banner
არქივი