logo_geo
კიმ ჩენ ინი დონალდ ტრამპზე: შეშლილ ბებერს მოვარჯულებ
- +

22 სექტემბერი. 2017. 13:14


ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ გაეროში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გამოსვლა „შიზოფრენიული შეტევა" იყო და სხვა არაფერი.


ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტომ „ცტაკი" ფხენიანის ლიდერის ტექსტი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „აშშ-ის უმაღლესი პირი აუცილებლად აგებს პასუხს თავისი უაზრო გამონათქვამების გამო".


დონალდ ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ აშშ მზადაა ჩრდილოეთ კორეის „სრულად განადგურებისთვის", თუ ის კვლავაც დაემუქრება ამერიკას და მის მოკავშირეებს.


 

big_banner
არქივი