logo_geo
კოლუმბიაში 7 ტონა კოკაინი ამოიღეს
- +

23 სექტემბერი. 2017. 11:39



კოლუმბიის თავდაცვის სამინისტროს „Twitter"-ის მიკრობლოგში გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალაქ აპატრადოში 7 ტონა კოკაინის ქლორჰიდრატი ამოიღეს.


„ქალაქ აპარტადოში საზოგადოებრივმა ძალებმა 7 ტონა კოკაინის ქლორჰიდრატი ამოიღეს, რომელიც დანაშაულებრივ დაჯგუფებას „ზალივას კლანს" ეკუთვნოდა.

ნარკოტიკული ნივთიერება დამალული იყო ხილის ლეგალურ ტვირთში, რომელიც ცენტრალურ ამერიკაში კონტეინერებით უნდა ჩაეტანათ", - ნათქვამია განცხადებაში.


კოლუმბიის თავდაცვის სამინისტრო ვარაუდობს, რომ ნიუ-იორკის ქუჩებში კოკაინის ეს პარტია დაახლოებით 200 მილიონ დოლარად გასაღდებოდა.











 

big_banner
არქივი