logo_geo
ამერიკული სოულის მომღერალი ჩარლზ ბრედლი გარდაიცვალა
- +

24 სექტემბერი. 2017. 02:27



ამერიკელი შემსრულებელი ჩარლზ ბრედლი 23 სექტემბერს 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე გახდა.


ბრედლიმ საკმაოდ გვიან დაიწყო თავისი მუსიკალური კარიერა. მისი პირველი სინგლის გაყიდვა 2002 წელს დაიწყო, როცა შემსრულებელი უკვე 54 წლის იყო. მისი სადებიუტო ალბომი - No Time for Dreaming - 9 წლის შემდეგ გამოვიდა. მისი მესამე და საბოლოო ალბომი ბრედლიმ 2016 წელს გამოუშვა. ამ დროს მან უკვე იცოდა, რომ მძიმედ ავად იყო.


ამ წლის დასაწყისში მომღერალმა რამდენიმე კონცერტი ჩაატარა, თუმცა სიმსივნე პროგრესირდებოდა და ის იძულებული გახდა სხვა კონცერტები გადაედო.














 

big_banner
არქივი