logo_geo
მსოფლიოს ყველაზე მსუქანი ქალი გარდაიცვალა
- +

25 სექტემბერი. 2017. 14:56



მსოფლიოს „ყველაზე მსუქანი ქალის" წოდების მფლობელი ეგვიპტელი იმან ახმედ აბდულატი, არაბთა გაერთიანებული საამიროების საავადმყოფოში, წონის დასაკლებად ჩატარებული მრავალი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.


აბდულატიმ, რომელიც მანამდე 500 კილოგრამს იწონიდა, მუმბაის კლინიკაში რამდენიმე თვის წინ 200 კილო დაიკლო, თუმცა ქალის ოჯახმა ინდოელ ექიმებს უნდობლობა გამოუცხადა და საამიროებში გაემგზავრა.


„იმანი ნაწლავის ობსტრუქციისა და თირკმლის უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა. მას 20 ექიმი უვლიდა, თუმცა გადარჩენა შეუძლებელი გახდა", - წერია საავადმყოფოს ოფიციალურ განცხადებაში.






 

 

 

 




 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი