logo_geo
რუსეთში Facebook-ის დაბლოკვას აპირებენ
- +

26 სექტემბერი. 2017. 14:35


რუსული მედიის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ facebook არ დააკმაყოფილებს რუსულ კანონს პერსონალური მონაცემების ლოკალიზაციის შესახებ, ის დაიბლოკება ფედერაციის ტერიტორიაზე. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის „როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჟაროვმა განაცხადა.


მისივე თქმით, უწყება Facebook-ისგან რუსეთის 242 კანონის დაცვას მოითხოვს. ამისათვის კომპანიას ვადებსაც დაუთქვამენ.


 

big_banner
არქივი