logo_geo
2018 წლის ოლიმპიადიდან რუსეთის ჩამოშორებას უკვე 36 ქვეყანა ითხოვს
- +

26 სექტემბერი. 2017. 19:00



2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის ჩამოშორებას უკვე 36 ქვეყნის ანტისადოპინგო სამსახური ითხოვს.


„საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, ანტისადოპინგო სააგენტოების ხელმძღვანელებმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს უკვე გაუგზავნეს მიმართვა, რომელშიც ითხოვენ, რუს სპორტსმენებს კორეის ქალაქ პიონჩანგში 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალოთ.


მიმართვას ხელს აწერენ: დიდი ბრიტანეთი, კანადა, აშშ, ავსტრია, ავსტრალია, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია, იაპონია, ჰოლანდია, ახალი ზელანდია, ნორვეგია, სინგაპური და შვედეთი და ა.შ.


ანტისადოპინგო სააგენტოების განცხადებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რუსი ოლიმპიელი სპორტსმენები არასაკმარისად მოწმდებოდნენ დოპინგის გამოყენებაზე. 2014 წლის ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის გამოყენების ფაქტებზე კი ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება.

 

„ჩვენ ვდგავართ სერიოზული საფრთხის წინაშე - რამდენად „სუფთა" იქნება 2018 წლის ოლიმპიური თამაშები", - აცხადებენ მიმართვის ავტორები.


14 სექტემბერს, 16 ანტისადოპინგო ორგანიზაციამ გააკეთა განცხადება, რომელშიც მოუწოდა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს - არ დაუშვას რუსეთი 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე. მოგვიანებით, ამ ჯგუფს კიდევ რამდენიმე ქვეყანა დაემატა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი