logo_geo
„ანჯელინა ჯოლის ლამაზი სახე არ აქვს!“ - დონალდ ტრამპმა ცნობილი ქალები 10 ბალიანი სისტემით შეაფასა
- +

27 სექტემბერი. 2017. 21:33



პრესაში აქამდე უცნობი ჰოვარდ სტერნის ინტერვიუ გამოქვეყნდა დონალდ ტრამპთან. ჟურნალისტისა და პოლიტიკოსის საუბარი იქამდე შედგა, სანამ ის აშშ-ს პრეზიდენტი გახდებოდა. სტერნს დონალდის პასუხების გამოაქვეყნება იმიტომ არ სურდა, რომ მისთვის რეპუტაცია არ შეელახა. ახლა კი ის ჟურნალ Newsweek-ში გამოქვეყნდა.


ჰოვარდმა პრეზიდენტს ჰოლივუდის ლამაზმანების გარეგნობის შეფასება 10 ბალიანი სისტემით სთხოვა. ყველაზე მაღალი ქულა პრეზიდენტმა შვედ მოდელს ელინ ნორდეგრენს მიაკუთვნა. ანჯელინა ჯოლიმ მხოლოდ და მხოლოდ 7 ქულა მიიღო. კიმ კარდაშიანს სხეულის გამოკვეთილად დიდი ფორმები შეუფასა დადებითად. საუბარში დონალდი აცხადებს, რომ პლანეტის ბევრ ცნობილ ლამაზმანთან ჰქონდა ურთიერთობა, რაც მას აძლევს უფლებას ქალების გარეგნობა განსაჯოს.


ენ ჰეთუეი: „ის ტრამპის ცათამბჯენში ცხოვრობდა. მომწონს ყველა ის ადამიანი, რომელსაც აქ უცხოვრია. ნებისმიერი, ვინც ამ ცათამბჯენში ცხოვრობს, მიმზიდველიც რომ არ იყოს, ლამაზებად ვთვლი. მისი გულშემატკივარი არ ვყოფილვარ, მაგრამ შემეჩვია."


ჰოლი ბერი: „მომწონს მისი სხეული. ვფიქრობ მისი კანი ლამაზია. ბევრჯერ მინახავს. რაც ჰოლიში არ მომწონს არის ის, რომ მის გარშემო მუდამ დრამაა: ავარიები, შეყვარებულები, ყოფილი ქმრები, შვილებისთვის ბრძოლა..."


ჯესიკა ჩესტეინი: „ის ნამდვილად არაა სექსუალური"


შარლიზ თერონი: "სიმართლე რომ გითხრათ, ივანკა მასზე გაცილებით უკეთ გამოიყურება"


ანჯელინა ჯოლი: „ვფიქრობ მას კარგი კანი არ აქვს. არც ლამაზი სახე. მისი ტუჩები ზედმეტად დიდია.. მე მას მხოლოდ 7 ქულას ვუწერ 10-დან.


ანა ნიკოლ სმიტი: "მას საუკეთესო ტანი და სახე ჰქონდა. საუკეთესო თმა, რაც კი ოდესმე მინახავს."


სტეფანი სეიმური: "საშინლად ახლოს იდეალურობასთან"


მარლა მაპლსი: "უდაოდ მშვენიერი ქმნილება"


მელანია ტრამპი: "მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალად მივიჩნევ"









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი