logo_geo
მსოფლიოში პირველმა ქვიშის სასტუმრომ მხოლოდ 3 დღე იმუშავა
- +

27 სექტემბერი. 2017. 22:43



მსოფლიოში პირველმა ქვიშის სასტუმრომ, რომელიც ავსტრალიაში გაიხსნა, მხოლოდ სამი დღე იმუშვა და დაიკეტა. ის ქვისლენდის შტატის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ გოლდ-ქოსთში მდებარეობს. ობიექტმა, რომლის სახელწოდებაა Sand Hostel, სტუმრები 20-22 სექტემბერს მიიღო. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.


სასტუმროს შუა ნაწილში საერთო საცხოვრებელი ზონაა 8 საძინებლით და რამდენიმე ორადგილიანი ნომრით. იქვეა საპირფარეშოები და საშხაპე კაბინები. სტუმრებს ემსახურებოდა ბარი, ასწავლიდნენ იოგას, სერფინგს და უტარებდნენ ქვიშისგან ქანდაკებების ძერწვის გაკვეთილებს/


Sand Hostel-ი 21 დღეში ააშენეს და მისი მშენებლობისთვის 24 ტონა ქვისა დაიხარჯა. ამ პროექტში "ცისფერი ლაგუნას" და "სულელი მაქსის" რეჟისორი, ჯონ დაუდინგი მონაწილეობდა.


შენობა დიდი ხნით სარგებლობაზე არ იყო გათვლილი და ამიტომაც, მალე დაიხურა, თუმცა მისი შემქმნელები - კომპანია Hostelworld-ი და ქალაქის ტურისტული დეპარტამენტი - მომავალშიც აპირებენ მსგავსი პროექტის ამუშავებას, რომელიც უფრო დიდი დროით შეძლებს სტუმრების მიღებას.









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი