logo_geo
ამერიკელი სტუდენტის მშობლები აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეაში მათ შვილს სასტიკად აწამებდნენ
- +

28 სექტემბერი. 2017. 02:33



ამერიკელი სტუდენტი ოტო ვარმბაიერის მშობლები ამბობენ, რომ ჩრდილოეთ კორეაში მათ შვილს აწამებდნენ, წერს BBC.


Fox News-თან ინტერვიუში ფრედ და სინდი ვარმბაიერები ჩრდილოეთ კორეელებს "ტერორისტებს" უწოდებენ. ისინი ყვებიან თუ როგორ "ცუდ" მდგომარეობაში იყო მათი შვილი, როდესაც სამშობლოში ჩამოიყვანეს.


მშობლების თქმით, ექიმების მიერ ოტოს მდგომარეობის ვეგეტატიურად შეფასება "არასამართლიანია", რადგან, როდესაც მათ შვილი დაინახეს "ის გაუწონასწორებლად დადიოდა და არაადამიანურ ხმებს გამოსცემდა."


მათი თქმით, მას თავი ჰქონდა გადახოტრილი, ასევე, დაქვეითებული ჰქონდა სმენა და მხედველობა, "აბსოლუტურად დეფორმირებული ჰქონდა ფეხები", ხოლო ფეხზე დიდი ნაიარევი ემჩნეოდა:


"ოტოს მიმართ მუდამ ძალადობდნენ, და კიმ ჩენ ინი და მისი რეჟიმი მას მიზანმიმართულად აყენებდა ფიზიკურ დაზიანებას. ეს არაა შემთხვევითობა."


სინდი ვარმბაიერსი თქმით, ფხენიანმა ოტო მხოლოდ იმის გამო გაათავისუფლა, რომ არ სურდა მათი ქვეყნის ტერიტორიაზე მომკვდარიყო. მან ასევე ახსნა, რომ გაკვეთის ნება იმის გამო არ მისცა, რომ მისი შვილი უკვე საკმარისად ნატანჯი იყო.


ოტო ვარმბაიერის მშობლების ინტერვიუს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა:


"ოტო ვარმბაიერის მშობლების დიდებული ინტერვიუ, რომელიც Fox News-ზე გამოქვეყნდა. ჩრდილოეთ კორეაში ოტო ვარმბაიერი სასტიკად აწამეს."


ჩრდილოეთ კორეაში 17-თვიანი პატიმრობის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, ამერიკული სტუდენტი გარდაიცვალა. ამერიკელმა ექიმებმა სტუდენტის სხეულზე წამების კვალი ვერ აღმოაჩინეს, თუმცა ტომოგრაფიულმა გამოკვლევამ ტვინის დაზიანება და გულის უკმარისობა აჩვენა.


ჩრდილოეთ კორეა წამების ფაქტს უარყოფდა. ისინი აცხადებდნენ, რომ ვარმბაიერს "საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისად" ეპყრობოდნენ. მათივე თქმით, საპატიმროში ის ბოტულიზმით დაავადდა, თუმცა ამერიკელმა ექიმებმა ვარმბაერის სხეულში დაავადების კვალი ვერ აღმოაჩინეს.


22 წლის ამერიკელი სტუდენტი, ოტო ვარმბაიერი 2016 წლის იანვარში, ფხენიანის აეროპორტში დააკავეს, მაშინ როდესაც ის ჩრდილო კორეის დასატოვებლად ემზადებოდა. გასული წლის 16 მარტს მას ჩრდილოეთ კორეის სასამართლომ 15 წლით მძიმე შრომა მიუსაჯა.


ვირჯინიის უნივერსიტეტის სტუდენტი ჩრდილო კორეის დედაქალაქ ფხენიანში 29 დეკემბერს ჩავიდა. პირველ იანვარს მან სასტუმროს კედლიდან, რომელშიც რჩებოდა, პოსტერი ჩამოხსნა. ვარმბაიერის ქმედება ვიდეო-კამერებმა დააფიქსირეს.


ვარმბაიერს ბრალად ედებოდა ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკის წინააღმდეგ მტრული ქმედება. დაკავების დღეს ის პრესისთვის გამართულ კონფერენციაზე წარსდგა, სადაც თქვა, რომ ნანობს თავის საქციელს.ამერიკელი სტუდენტი ოტო ვარმბაიერის მშობლები ამბობენ, რომ ჩრდილოეთ კორეაში მათ შვილს აწამებდნენ, წერს BBC.


Fox News-თან ინტერვიუში ფრედ და სინდი ვარმბაიერები ჩრდილოეთ კორეელებს "ტერორისტებს" უწოდებენ. ისინი ყვებიან თუ როგორ "ცუდ" მდგომარეობაში იყო მათი შვილი, როდესაც სამშობლოში ჩამოიყვანეს.


მშობლების თქმით, ექიმების მიერ ოტოს მდგომარეობის ვეგეტატიურად შეფასება "არასამართლიანია", რადგან, როდესაც მათ შვილი დაინახეს "ის გაუწონასწორებლად დადიოდა და არაადამიანურ ხმებს გამოსცემდა."


მათი თქმით, მას თავი ჰქონდა გადახოტრილი, ასევე, დაქვეითებული ჰქონდა სმენა და მხედველობა, "აბსოლუტურად დეფორმირებული ჰქონდა ფეხები", ხოლო ფეხზე დიდი ნაიარევი ემჩნეოდა:


"ოტოს მიმართ მუდამ ძალადობდნენ, და კიმ ჩენ ინი და მისი რეჟიმი მას მიზანმიმართულად აყენებდა ფიზიკურ დაზიანებას. ეს არაა შემთხვევითობა."


სინდი ვარმბაიერსი თქმით, ფხენიანმა ოტო მხოლოდ იმის გამო გაათავისუფლა, რომ არ სურდა მათი ქვეყნის ტერიტორიაზე მომკვდარიყო. მან ასევე ახსნა, რომ გაკვეთის ნება იმის გამო არ მისცა, რომ მისი შვილი უკვე საკმარისად ნატანჯი იყო.


ოტო ვარმბაიერის მშობლების ინტერვიუს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა:


"ოტო ვარმბაიერის მშობლების დიდებული ინტერვიუ, რომელიც Fox News-ზე გამოქვეყნდა. ჩრდილოეთ კორეაში ოტო ვარმბაიერი სასტიკად აწამეს."

 

ჩრდილოეთ კორეაში 17-თვიანი პატიმრობის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, ამერიკული სტუდენტი გარდაიცვალა. ამერიკელმა ექიმებმა სტუდენტის სხეულზე წამების კვალი ვერ აღმოაჩინეს, თუმცა ტომოგრაფიულმა გამოკვლევამ ტვინის დაზიანება და გულის უკმარისობა აჩვენა.


ჩრდილოეთ კორეა წამების ფაქტს უარყოფდა. ისინი აცხადებდნენ, რომ ვარმბაიერს "საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისად" ეპყრობოდნენ. მათივე თქმით, საპატიმროში ის ბოტულიზმით დაავადდა, თუმცა ამერიკელმა ექიმებმა ვარმბაერის სხეულში დაავადების კვალი ვერ აღმოაჩინეს.


22 წლის ამერიკელი სტუდენტი, ოტო ვარმბაიერი 2016 წლის იანვარში, ფხენიანის აეროპორტში დააკავეს, მაშინ როდესაც ის ჩრდილო კორეის დასატოვებლად ემზადებოდა. გასული წლის 16 მარტს მას ჩრდილოეთ კორეის სასამართლომ 15 წლით მძიმე შრომა მიუსაჯა.


ვირჯინიის უნივერსიტეტის სტუდენტი ჩრდილო კორეის დედაქალაქ ფხენიანში 29 დეკემბერს ჩავიდა. პირველ იანვარს მან სასტუმროს კედლიდან, რომელშიც რჩებოდა, პოსტერი ჩამოხსნა. ვარმბაიერის ქმედება ვიდეო-კამერებმა დააფიქსირეს.


ვარმბაიერს ბრალად ედებოდა ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკის წინააღმდეგ მტრული ქმედება. დაკავების დღეს ის პრესისთვის გამართულ კონფერენციაზე წარსდგა, სადაც თქვა, რომ ნანობს თავის საქციელს.













 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი