logo_geo
წვიმის მოსაყვანად უგანდაში მსხვერპლად ბავშვებს სწირავენ
- +

28 სექტემბერი. 2017. 15:13


გვალვის შესაჩერებლად და წვიმის მოსაყვანად უგანდაში ჯადოქრები მსხვერპლად ბავშვებს მასობრივად სწირავენ.


უგანდაში ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ყველაზე ძლიერი გვალვაა, რის გამოც მილიონ-ნახევარ ადამიანს შიმშილი ელოდება. ბევრ ადგილობრივს სჯერა, რომ სულებს წვიმის მოყვანა შეუძლიათ.


მხოლოდ სექტემბერში სამართალდამცველებმა მსხვერპლშეწირვის რიტუალის შესრულების ბრალდებით 44 ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთმა ბრალდებულმა 8 ეპიზოდში მონაწილეობა უკვე აღიარა.


პოლიციის განმარტებით, ქვეყანაში რიტუალური მსხვერპლშეწირვების შემთხვევები გაცილებით მეტია, უბრალოდ, ყველა ფაქტი არ არის გამოვლენილი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი