logo_geo
„HMD Global“-მა 3G-ის მქონე „Nokia 3310“ წარადგინა
- +

29 სექტემბერი. 2017. 12:04



„HMD Global"-მა, რომელიც ბრენდ „Nokia"-ს მფლობელია, 3G-ის მქონე „Nokia 3310" წარადგინა.


„Nokia 3310"-ის წინა ვერსია, მხოლოდ G2.5 თაობის ქსელით იყო უზრუნველყოფილი, თუმცა რიგ ქვეყნებში ამ ქსელს უკვე აღარ იყენებენ.


კომპანიაში ამბობენ, „Nokia"-ს ამ მოდელზე 3G-ის დამატებას, ტელეფონის მომხმარებლები ითხოვდნენ.


„Nokia 3310" 3G-ის ინტერფეისი გაუმჯობესებულია. წინა მოდელისგან იმით განსხვავდება, რომ ტელეფონზე ღილაკები ოდნავ მეტად არის ერთმანეთისგან დაშორებული.


წინა მოდელის მსგავსად, ტელეფონს 2.4 დიუმიანი QVGA-ს ეკრანი, 2-მეგაპიქსელიანი კამერა აქვს. ახალი მოდელი ოქტომბრიდან გაიყიდება და მისი ფასი 69 ევრო იქნება.


„Nokia 3310" მსოფლიო ბაზარზე პირველად 17 წლის წინ, 2000 წელს გამოჩნდა და დღემდე პოპულარულია. ეს მოდელი საქართველოშიც იყიდება და 159 ლარი ღირს.









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი