logo_geo
უკრაინა ქერჩის სრუტეზე ხიდის მშენებლობის გამო „ეკოლოგიური ზიანის“ მიყენებისთვის რუსეთს უჩივის
- +

29 სექტემბერი. 2017. 20:20



უკრაინა ქერჩის სრუტეზე ხიდის მშენებლობის გამო „ეკოლოგიური ზიანის" მიყენებისთვის რუსეთს უჩივის. სასამართლოში სარჩელის შეტანის განკარგულება პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გასცა. უკრაინელი სამართალდამცველების განცხადებით, სამშენებლო სამუშაოებმა, შესაძლოა, აზოვის ზღვა, შავი ზღვის სრუტედ აქციოს. უკრაინული მხარე ასევე შიშობს, რომ შესაძლოა ზღვის წყლის ქიმიური შემადგენლობაც შეიცვალოს.


პრეზიდენტის პრესმდივანი არ განმარტავს, კონკრეტულად რომელ სასამართლო ინსტანციაში წარადგენენ სარჩელს.


ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით უკრაინის პროკურატურაში სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.



 

big_banner
არქივი