logo_geo
ალენ დელონი საავადმყოფოში მოათავსეს - მსახიობს ოპერაცია ჩაუტარდა
- +

30 სექტემბერი. 2017. 11:05



ცნობილი ფრანგი მსახიობი ალენ დელონი პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „Le Parisien" ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ცნობილ მსახიობს ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის პრობლემები ჰქონდა და ბარძაყის არტერიაზე ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციამ კარგად ჩაიარა.


თუმცა სხვადასხვა მედიასაშუალებამ დელონის ავადმყოფობა ახლახან მისი ყოფილი მეუღლის მირეი დარკის გარდაცვალებას დაუკავშირა. რამდენიმე თვის წინ, ფრანგმა მსახიობმა განაცხადა, რომ შემოდგომაზე ის ბოლო ფილმის გადაღებაში მიიღებს მონაწილეობას და ამით თავის კარიერას დაასრულებს.


 

big_banner
არქივი