logo_geo
კატალონიაში, საარჩევნო უბანთან სროლის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა
- +

30 სექტემბერი. 2017. 13:59


კატალონიის ქალაქ მანლეუში ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან პნევმატური იარაღიდან გასროლის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.


ესპანური მედიის ინფორმაციით, სროლა ადგილობრივი დროით 22:00 საათზე სკოლის შენობასთან მოხდა, სადაც რეფერენდუმის დაცვის კომიტეტის წევრები პოლიციას საარჩევნო უბნის დალუქვის საშუალებას არ აძლევდნენ.


არც ერთ დაშავებულს სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია. ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო.


ივლისში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგად, კატალონიის დამოუკიდებლობას მხარს მოსახლეობის 41% უჭერს მხარს, 49% კი წინააღმდეგია.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი