12 ოქტომბერს ასტეროიდი „2012 TC4" დედამიწიდან 64 373.76 კილომეტრის დაშორებით ჩაიფრენს. ეს ინფორმაცია NASA-მ საბოლოოდ დაადასტურა. ამის შესახებ Sunday Express-ი წერს.
NASA-ს მეცნიერები ასტეროიდის მოძრაობას უკვე აკვირდებიან და აცხადებენ, რომ ის დედამიწას 12 ოქტომბერს ჩაუვლის. მათი თქმით, ასტეროიდი უფრო მეტად ახლოს იქნება ნიუ-იორკთან, ვიდრე ტოკიოსთან.
ასტეროიდი დედამიწასთან 64373.76 კილომეტრის სიახლოვეს ჩაიფრენს. მთვარე დედამიწიდან უფრო შორსაა (384633.216 კმ), ვიდრე ეს ასტეროიდი იქნება 12 ოქტომბერს.
NASA-ს მეცნიერები ამტკიცებენ, რომ საშიში არაფერია, თუმცა შეჯახების შემთხვევაში წარმოქმნილ სავარაუდო შედეგებზე ამბობენ, რომ 26-იდან 33-ჯერ უფრო ძლიერი აფეთქების ტოლფასი იქნება, ვიდრე ჰიროშმაში ატომური ბომბი იყო.