logo_geo
11 წლის ფეხმძიმეს მოძალადეზე დაქორწინება აიძულეს - გასაოცარი ისტორია, რომლის დაჯერება რთულია!
- +

2 ოქტომბერი. 2017. 03:08



სანამ დანარჩენი ბავშვები საქანელებზე თამაშობდნენ, შერი ჯონსონი მათგან განსხვავებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის ფეხმძიმე მდგომარეობაში აიძულეს დაქორწინებულიყო, 11 წლის ასაკში. საქმე უფრო რთულადაა მაშინ, როცა ქალს მოძალადეზე დაქორწინება უწევს. შერის შემთხვევაში სწორედ ასე მოხდა.


ბავშვის დაქორწინების შესახებ გადაწყვეტილება ბავშვის მშობლებმა და ადგილობრივმა ეკლესიამ მიიღო მას შემდეგ, რაც გაიგეს რომ ის ფეხმძიმედ იყო. ბავშვი ძალადობის შემთხვევამ დააორსულა. ის ყვებოდა : ‘' დედამ მკითხა, თუ მინდოდა დაქორწინება, მაგრამ ვუპასუხე არ ვიცი მეთქი. და რომ არ ვიცოდი რა იყო ქორწინება. მე არ ვიცოდი, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო დაქორწინებული ადამიანი''. მიუხედავად ბავშვის ასეთი პასუხისა, დედამ მას უთხრა რომ ქორწინება მოუწევდა. შერი გახდა 11 წლის დედოფალი.


გოგონა ცხოვრობდა ოთახში , რომელიც ეკლესიის საკუთრება იყო. ბავშვის თქმით, დიაკონი მაშინ შედიოდა ოთახში, როცა მოესურვებოდა. 1970 წელს გოგონა მაიამიში წაიყვანა დედამ სამშობიაროდ მაშინ, როცა მას ფეხმძიმობის არსი სრულად არც კი ესმოდა. 1971 წელს შერი ჯონსონი ოფიციალურად დაქორწინდა. მას და მის მეუღლეს უცნაური დამოკიდებულება ჰქონდათ, ის ბავშვს არც კი ესაუბრებოდა. დროთა განმავლობაში შერის ცხრა შვილი ეყოლა.


დღესდღეობით არასრულწლოვანთა ქორწინება ბევრ ქვეყანაში აკრძალულია, მაგრამ მაინც ბევრი შემთხვევაა ასეთი გაუმართლებელი ქმედებისა. რაც ყველაზე სამწუხაროა, ზოგიერთ არასრულწლოვანს მშობელი აიძულებს გათხოვებას არსებული რთული სიტუაციის გამო.











 

big_banner
არქივი