საფრანგეთის ქალაქ მარსელში, რკინიგზის სადგურში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
„მარსელის რკინიგზის სადგურზე მომხდარ თავდასხმაში, რომლის შედეგად ორი ქალი გარდაიცვალა, „ისლამური სახელმწიფოს" „ბოევიკია" პასუხისმგებელი", - ნათქვამია განცხადებაში.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რკინიგზის სადგურზე მამაკაცი გამვლელებს დანით თავს დაესხა. გარდაცვლილია ორი ქალბატონი.
პოლიციამ თავდამსხმელი მოკლა.