logo_geo
ლას-ვეგასში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა
- +

2 ოქტომბერი. 2017. 11:34


ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლას-ვეგასში სამორინეს ტერიტორიის მახლობლად უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა.


არსებული ინფორმაციით, ჯერჯერობით დაუდგენელი პირი სავარაუდოდ, „Mandalay Bay Hotel"-ის კომპლექსის აივნიდან ისროდა. მან მუსიკის ფესტივალზე შეკრებილ ხალხს გაუხსნა ცეცხლი.


პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, მოერიდონ ინციდენტის ადგილს. სამართალდამცველები ძებნის ოპერაციას ატარებენ.


 

big_banner
არქივი