NATO-ში აშშ-ის ახალი მუდმივი წარმომადგენლის კეი ბეილი ჰაჩისონის განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში ალიანსის მისია „მტკიცე მხარდაჭერის" ფარგლებში NATO-ს კიდევ 1000 ჯარისკაცის გაგზავნა სთხოვა.
„აშშ-ის ახალი სტრატეგიის ფარგლებში, ავღანეთში მისიის გასაძლიერებლად გასაგზავნი სამხედროების საერთო რიცხვი 3000 ამერიკელ და NATO-ს 1000 ჯარისკაცს შეადგენს", - განაცხადა კეი ბეილი ჰაჩისონმა.