logo_geo
აშშ-მ ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ ფარგლებში, NATO-ს კიდევ 1000 ჯარისკაცის გაგზავნა სთხოვა
- +

5 ოქტომბერი. 2017. 16:58



NATO-ში აშშ-ის ახალი მუდმივი წარმომადგენლის კეი ბეილი ჰაჩისონის განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში ალიანსის მისია „მტკიცე მხარდაჭერის" ფარგლებში NATO-ს კიდევ 1000 ჯარისკაცის გაგზავნა სთხოვა.


„აშშ-ის ახალი სტრატეგიის ფარგლებში, ავღანეთში მისიის გასაძლიერებლად გასაგზავნი სამხედროების საერთო რიცხვი 3000 ამერიკელ და NATO-ს 1000 ჯარისკაცს შეადგენს", - განაცხადა კეი ბეილი ჰაჩისონმა.








 

big_banner
არქივი