logo_geo
ბრანდერბურგში საბჭოთა ჯარისკაცების ნეშტები აღმოაჩინეს
- +

5 ოქტომბერი. 2017. 21:21



ბრანდერბურგში საბჭოთა ჯარისკაცების ნეშტები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველეს" რუსულენოვანი ბიურო ავრცელებს.


ნეშტი პოლონეთის საზღვრის მახლობლად „აღმოსავლეთ ევროპაში დაღუპულების ძებნის საზოგადოებამ" (VBGO) აღმოაჩინა. სულ ნაპოვნია რვა საბჭოთა ჯარისკაცის და ორი გერმანელი სამხედროს ნეშტი. ისინი სავარაუდოდ 1945 წელს იანვარ-თებერვალში ბრძოლის დროს დაიღუპნენ.


გათხრების დასრულების შემდეგ, სამხედროების ნეშტებს დაკრძალავენ, „აღმოსავლეთ ევროპაში დაღუპულების ძებნის საზოგადოება" კი გარდაცვლილების იდენტიფიცირებასა და მათი ნათესავების ძებნას შეუდგება.


„აღმოსავლეთ ევროპაში დაღუპულების ძებნის საზოგადოება" 25 წლის წინ გერმანიაში დაარსდა და 200-ზე მეტ წევრს აერთიანებს. ამ ხნის განმავლობაში მათ სხვადასხვა ეროვნების 7500-ზე მეტი სამხედროს ნეშტი აღმოაჩინეს.











 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი