logo_geo
საფრანგეთი დაფოტოშოპებულ სურათებს ახალი კანონით ებრძვის
- +

5 ოქტომბერი. 2017. 21:24



მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ფოტოებით მომმარაგებელმა უდიდესმა კომპანიამ Getty Images-მა „შესწორებული" და „გალამაზებული" ფოტოები აკრძალა, რამდენიმე დღეში საფრანგეთმა მიიღო ახალი კანონი, რომელიც მოდელის დაფოტოშოპებულ ან რეტუშირებულ ფოტოზე კომპანიას შესაბამისი მინიშნების გაკეთებას ავალდებულებს.


ფოტოშოპის მეშვეობით მოდელების გარეგნობის დამკვიდრებული სტრანდარტებით „შელამაზება" უკვე ნორმად იქცა. თუ რომელიმე კომპანია მას არ გამოიყენებს, ამით ის ტაბლოიდების მთავარ გვერდებს დაიპყრობს.


ევროპის მოდის ცენტრში გადაწყვიტეს ამ სტანდარტს ებრძოლონ. ახალი კანონის მიხედვით, თუ მოდელის სხეულის ფიგურა შეცვლილი ან დასუსტებული სახით იქნება წარმოდგენილი, უნდა ეწეროს, რომ ფოტო დამუშავებულია.


ის ვინც აღნიშნულ კანონს არ დაემორჩილება $44 000-ით დაჯარიმდება.


საფრანგეთის ოფიციალური პირების განცხადებით, მსგავსი სურათები ბავშვებში და მოზარდებში არარეალური სხეულის იდეალებს აყალიბებს, რაც თინეიჯერებს საკუთარი თავის რწმენას უკარგავს.


ამ დროისთვის, საფრანგეთში 600 000 ახალგაზრდა კვების აშლილობით იტანჯება. სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში 15-დან 24 წლამდე ახალგაზრდების დაღუპვის მთავარ მიზეზებში, ავარიების შემდეგ კვებითი აშლილობები მეორე ადგილზეა.










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი