logo_geo
ქარიშხალმა „ნეიტმა“ 22 ადამიანი იმსხვერპლა
- +

6 ოქტომბერი. 2017. 11:30


 

კოსტა-რიკაში ახალმა ტროპიკულმა ქარიშხალმა „ნეიტმა" 22 ადამიანი იმსხვერპლა.


ცენტრალურ ამერიკაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. როგორც ცნობილია, სტიქიის ზონაში დაახლოებით 400 000 ადამიანი წყლის გარეშეა დარჩენილი და ათასობით დაზარალებული თავშესაფარშია გადაყვანილი.


აშშ-ის ახალი ტროპიკული ქარიშხალი დღეს მიუახლოვდა.


ამერიკას 26 აგვისტოს ქარიშხალი „ჰარვი" დაატყდა თავს. ქარიშხლის შედეგად 47 ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 43 ათასი ადამიანი კი სახლის გარეშე დარჩა. ბოლო ინფორმაციით, ქარიშხლისგან მიყენებული ზარალი $180 მილიარდს აღწევს.


 

big_banner
არქივი