logo_geo
ბრაზილიაში საბავშვო ბაღი აღსაზრდელებთან ერთად დაწვეს
- +

6 ოქტომბერი. 2017. 15:02



ბრაზილიის შტატ მინას-ჟერაისის ქალაქ ჟანაუბაში საბავშვო ბაღს დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა ცეცხლი წაუკიდა, რის შედეგადაც 6 აღსაზრდელი და ერთი აღმზრდელი დაიღუპა.


ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 50 წლის ბაღის დარაჯმა ბავშვებს სპირტი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. იგივე ქმედება შემდეგ დარაჯმა საკუთარ თავზეც განახორციელა.


4 წლის ასაკის 4 ბავშვი ადგილზე დაიღუპა, 2 კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავდამსხმელიც შემთხვევიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.


ინციდენტის შედეგად, საავადმყოფოში 24 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის 21 ბავშვია.




 

big_banner
არქივი