logo_geo
ვეტერანი დასაფასებელია! მოსამართლემ ვეტერანს ციხე მიუსაჯა და სასჯელი კამერაში ერთად მოიხადეს...
- +

6 ოქტომბერი. 2017. 22:01



„მწვანე ბერეტი" ჯოზეფ სერნა სამჯერ იყო ავღანეთის მისიაში. მის გვერდით არაერთი მეგობარი დაღუპულა ბრძოლაში, ჯოზეფის თვალწინ უამრავი საშინელება ხდებოდა, რამაც მის ფსიქიკაზე გავლენა იქონია და ომიდან ძლიერი სტრესით დაბრუნდა. ომმა შეარყია ჯოზეფის ჯანმრთელობაც და ფსიქიკაც. მებრძოლმა სმა დაიწყო და ალკოჰოლდამოკიდებული გახდა. ერთხელაც სასამართლოს წინაშე სწორედ საჭესთან არა ფხიზელ მდგომარეობაში დაჯდომის გამო მოხვდა. მაშინ სასამართლომ ჯოზეფს ჯარიმა შეუფარდა და სამკურნალო პროგრამაში ჩასვა, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ ანალოგიური სასჯელისთვის მოსამართლე იძულებული გახდა მისთვის თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მაგრამ...


...მაგრამ მოსამართლემ, ლუ ოლივერმა, რომელიც თავად ომის ვეტერანი, განსასჯელის სკამზე მჯდომ  ვეტერანს ხანგრძლივად თავისუფლების აღკვეთის მაგივრად 24 საათიანი პატიმრობა შეუფარდა, მერე თავად წაიყვანა ციხეში და მოსახდელი 24 საათი მსჯავრდებულ-ვეტერანთან ერთად საპატიმროში გაატარა. მთელი ღამე ისინი „მამაშვილურად" საუბრობდნენ.


ჯომ განაცხადა, რომ საუბრის შემდეგ თავი უფრო კარგად იგრძნო.


მოსამართლემ კი განაცხადა:


- მე მოსამართლე ვარ და ბევრი ბოროტება მინახავს, მაგრამ ჯო კარგი ადამიანია, მისი დახმარებით მე ჩემს თავსაც დავეხმარე.


ვეტერანი დასაფასებელია!










 

big_banner
არქივი