logo_geo
გასული დღე-ღამის განმავლობაში სირიაში 120 ტერორისტი და 60 დაქირავებული „ბოევიკი“ გაანადგურეს
- +

7 ოქტომბერი. 2017. 12:35


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის იგორ კონაშენკოვის განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა სირიაში 120 ტაჯიკი, ერაყელი და ჩრდილოკავკასიელი ტერორისტი და 60 დაქირავებული „ბოევიკი" გაანადგურეს.


„დარტყმების შედეგად აბუ-ქემალის რაიონში განადგურებულია საყრდენი პუნქტი და 40-მდე ტაჯიკი და ერაყელი ტერორისტი. დასახლებული პუნქტის მეიადინის რაიონში განადგურებულია ტერორისტების სამეთაურო პუნქტი და 80-მდე ტერორისტი, მათ შორის 9 ჩრდილოკავკასიელი.

დეირ-ეზ-ზორის სამხრეთით, მდინარე ევფრატთან საჰაერო დარტყმის შედეგად ლიკვიდირებულია 60 უცხოელი დაქირავებული „ბოევიკებისგან" შემდგარი რაზმი, რომელშიც დსთ-ის ქვეყნების, ტუნისის და ეგვიპტეს მოქალაქეები შედიოდნენ", - განაცხადა იგორ კონაშენკოვმა.


 

big_banner
არქივი