logo_geo
მარადონა საკუთარ შვილებს სასამართლოში უჩივის
- +

7 ოქტომბერი. 2017. 20:06


არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა საკუთარ შვილებს სასამართლოში უჩივის. როგორც ბრიტანული Sun-ი წერს, დალმა და ჯანინა მარადონებმა, მამის ნებართვის გარეშე, მისი ანგარიშიდან ურუგვაის ბანკში, 1.45 მილიონი ევრო გადარიცხეს.


როგორც გამოცემა წერს, 56 წლის არგენტინელმა უკვე დაავალა ადვოკატებს სასამართლოში სარჩელის შეტანისთვის დოკუმენტაციის მომზადება.


აღსანიშნავია, რომ საქმეში შესაძლოა მარადონას ყოფილი მეუღლე კლაუდია ვილიაფანე ფიგურირებდეს, რომელსაც ვეტერანმა ფეხბურთელმა 2015 წელს მისგან 9 მილიონ დოლარის მოპარვაში დასდო ბრალი.


ოჯახურ სკანდალში შვილებმა მხარი მამას არ დაუჭირეს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი