logo_geo
დონალდ ტრამპი: ბოდიში, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეასთან მხოლოდ ერთი რამე იმუშავებს!
- +

8 ოქტომბერი. 2017. 11:59


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის" პირად გვერდზე დაწერა, რომ ჩრდილოეთ კორეის პრობლემასთან დაკავშირებით „მხოლოდ ერთი რამე იმუშავებს".


„პრეზიდენტები და მათი ადმინისტრაციები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ჩრდილოეთ კორეასთან 25 წლის განმავლობაში, მიღებული იყო შეთანხმებები და დიდი ფულიც იყო გადახდილი, თუმცა, ამან არ იმუშავა. ჩრდილოეთ კორეა შეთანხმებების დარღვევას ასწრებდა, ვიდრე ქაღალდზე მელანი გაშრობას მოასწრებდა. ამერიკელი მომლაპარაკებლები სულელებად გამოჰყავდათ. ბოდიში, მაგრამ ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი რამე იმუშავებს!", - წერს დონალდ ტრამპი.


გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „სრულად გაანადგურებს" ჩრდილოეთ კორეას, თუ საჭირო გახდება ფხენიანის ბირთვული იარაღის მუქარისგან აშშ-სა და მისი მოკავშირეების დაცვა. 


 

big_banner
არქივი