logo_geo
ანა ფრანკის დღიურის მიხედვით კომიქსი შეიქმნა
- +

12 ოქტომბერი. 2017. 23:53


საკონცენტრაციო ბანაკში დაღუპული 15 წლის ებრაელი გოგონას ისტორიაზე ანა ფრანკის ფონდის ორგანიზებით კომიქსი შეიქმნა. იდეის ავტორები მიიჩნევენ, რომ ნახატებით ჰოლოკოსტის დროს გარდაცვლილი ანა ფრანკის ისტორიას კიდევ უფრო ნათლად გააცოცხლებენ.


კომიქსში გრაფიკას თან ერთვის ამონარიდები ანა ფრანკის დღიურიდან.


15 წლის ანა ფრანკი ერთ-ერთია იმ მილიონ-ნახევარ ებრაელ მოზარდსა და მცირეწლოვანს შორის, ვინც ნაცისტებმა ჰოლოკოსტის დროს მოკლეს. მეორე მსოფლიო ომის დროს ანა ოჯახთან ერთად ამსტერდამში იმალებოდა. სწორედ იმ ორი წლის განმავლობაში დაწერა მან დღიური, რომელიც დღემდე მსოფლიო ბესტსელერადაა აღიარებული.


მესამე რეიხის ჯარისკაცებმა ანა ფრანკი და მისი ოჯახის წევრები 1944 წელს დააპატიმრეს. ებრაელი გოგონა 1945 წელს გერმანიაში, ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში მუცლის ტიფით გარდაიცვალა.


 

big_banner
არქივი