კანადელმა ეროვნულ ლატარეაში Lotto Max 15 მილიონი კანადური დოლარი (11,6 მილიონი აშშ დოლარი) მოიგო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
იღბლიანი ბილეთის მფლობელი კვებეკის პროვინციის მცხოვრებია, რომლის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
კანადის ისტორიაში ყველაზე დიდი ჯეკპოტი 2015 წელს გათამაშდა. მაშინ საპრიზო ფონდმა 64 მილიონი კანადური დოლარი (49,5 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა.