logo_geo
დართ ვაიდერის კოსტიუმის შემქმნელი ოსკაროსანი დიზაინერი ჯონ მოლო გარდაიცვალა
- +

29 ოქტომბერი. 2017. 21:13


კოსტიუმების ოსკაროსანი დიზაინერი ჯონ მოლო 86 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.


ჯონ მოლო "ვარსკვლავური ომების" კოსტიუმების მთავარი დიზაინერი იყო, რომელმაც მეოთხე ეპიზოდში შექმნილი კოსტიუმებისთვის: "ახალი იმედი", 1977 წელს ოსკარი მიიღო. მის შემოქმედებას ეკუთვნის დართ ვეიდერის კოსტუმიც.


„დართ ვაიდერის კოსტუმის შესაქმნელად სამ სხვადასხვა მაღაზიაში მომიწია შესვლამ: საეკლესიო სამოსის მაღაზიაში - ანაფორისთვის, თანამედროვე ტანსაცმლის მაღაზიაში - მოტოციკლეტისთვის განკუთვნილი ქურთუკისთვის, სამხედრო მაღაზიაში - გერმანული შლემისა და გაზის საწინააღმდეგო ნიღაბისთვის. ამ რაღაცების ნაერთით მივიღეთ დართ ვაიდერის კოსტიუმი", -  თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში ჯონ მოლომ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი