logo_geo
CIA-ის საიდუმლო დოკუმენტებმა ჰიტლერის თვითმკვლელობა ეჭვქვეშ დააყენა
- +

30 ოქტომბერი. 2017. 01:36


გავრცელდა აშშ-ის ცენტრალური სადაზრვევო სააგენტოს (CIA)-ის საიდუმლო დოკუმენტები, რომლითაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება 1945 წელს ადოლფ ჰიტლერის თვითმკვლელობა. ამის შესახებ Task and Purpose-ი ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.


CIA-ის მასალის მიხედვით, სააგენტოს ერთ-ერთმა აგენტმა კოდური სახელწოდებით "CIMELODY-3" 1955 წელს უწყებას აცნობა, რომ ყოფილი შუცშტაფელი (SS) ფილიპ სიტროენი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჰიტლერს შეხვდა, რომელიც კოლუმბიაში შრითლმაიერის გვარით ცხოვრობდა.


აგენტი "CIMELODY-3" იტყობინება, რომ ფილიპ სიტროენი ჰიტლერს თითქმის ყოველთვიურად, კოლუმბიაში თავისი ბიზნესვიზიტების დროს, ესაუბრებოდა.


ამის მტკიცებულებად აგენტის ანგარიშს თანდართული აქვს ფოტო. ფოტოზე სიტროენი კაცთან ერთად არის გამოსახული, რომელიც ადოლფ ჰიტლერს ჰგავს. ფოტო 1954 წელს კოლუმბიის ქალაქ ტუნჰაშია გადაღებული. აგენტის ცნობით, რაღაც პერიოდის შემდეგ, ჰიტლერი საცხოვრებლად არგენტინაში გადავიდა.


ოფიციალური ვერსიით, ადოლფ ჰიტლერმა და მისმა ცოლმა ევა ბრაუნმა სიცოცხლე თვითმკვლელობით, ბერლინში საბჭოთა კავშირის ჯარების შესვლის დღეს დაასრულეს.


27 ოქტომბერს დონალდ ტრამპის განკარგულებით პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობის საქმის დაახლოებით 3000-მდე დოკუმენტი და მათთან ერთად სპეცსამსახურების სხვა საქმის მასალები გასაჯაროვდა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი