logo_geo
ევროპაში ქარიშხალი „ჰერვარტი“ მძვინვარებს - დაღუპულია სულ მცირე ექვსი ადამიანი
- +

30 ოქტომბერი. 2017. 10:57


გერმანიაში, პოლონეთსა და ჩეხეთში ქარიშხალ „ჰერვარტის" გამო სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა.


სააგენტოს ინფორმაციით, ორი ადამიანი ჩეხეთში გარდაიცვალა, ორი - პოლონეთში, ორი კი გერმანიაში. ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.


ქარიშხალი „ჰერვარტი" გუშინ დაატყდა თავს გერმანიას.



 

big_banner
არქივი