logo_geo
ფეხმძიმე ჰერცოგინიამ, კეტ მიდლტონმა, ჩოგბურთის მოედანზე, ნამდვილი მასტერ-კლასი აჩვენა
- +

1 ნოემბერი. 2017. 03:03



კეიტ მიდლტონმა, მონაწილეობა მიიღო ბრიტანეთის ჩოგბურთის ასოციაციის ღონისძიებაში, რომელიც National Tennis- ის ცენტრში გაიმართა. პრინც უილიამის მეუღლე, 35 წლის კეიტი, ჩოგბურთის მატჩის არა მარტო გულშემატკივარი, არამედ მონაწილეც გახლდათ. ჰერცოგინიამ, ჩაცმის სტილი შეიცვალა და კორტზე, ჩოგბურთის ფორმაში გამოწყობილი  გამოცხადდა.  


მიუხედავად იმისა, რომ კეიტი, ამ ეტაპზე ფეხმძიმედ არის, ახალგაზრდა სპორტსმენებს, ნამდვილი მასტერ-კლასი აჩვენა. მან, ახალგაზრდებს, ბურთის მიწოდების და დარტყმის გაკონტროლება შეასწავლა. აღმოჩნდა, რომ კეიტს, ამ საქმეში დიდი ხნის გამოცდილება აქვს. ის, ბავშვობიდან ეუფლებოდა ჩოგბურთს და სახლში, საკუთარი ჩოგბურთის მოედანიც ჰქონდა. ჰერცოგინია, პრინც უილიამს და მის შვილებს, პრინცს, გეოგს და პრინცესა შარლოტას,  ჩოგბურთის სწავლაშიც ეხმარება.  გარდა ამისა, კეიტი, უიმბლდონის, თითმის ყველა მატჩს ესწრება.


შეგახსენებთ, რომ კეიტ მიდლტონი, თვეზე მეტი იმყოფებოდა, ნორფოლკის საგრაფოში,  ანმერ ჰოლის რეზიდენციაში: მას, ფეხმძიმობის გამო, ტოქსიკოზის, ძლიერი ფორმა აღენიშნებოდა.


მაგრამ, ფაქტია, რომ, კეიტს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, აღარ აწუხებს.


საჩოგბურთო მოედანზე, ფეხმძიმე ჰერცოგინია, მშვიდად და ბედნიერად გამოიყურებოდა.    


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი