logo_geo
14 წლის მოდელი ჩვენების შემდეგ გარდაიცვალა
- +

1 ნოემბერი. 2017. 21:13


რუსი მოდელი, 14 წლის ვლადა ძიუბა ჩინეთში 12 საათიანი ჩვენების შემდეგ გარდაიცვალა. როგორც independent-ი იუწყება, რუს მოდელის გარდაცვალება ქრონიკულმა მენინგიტმა გამოიწვია. გოგონა გარდაცვალებამდე ორი დღის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა.


მშობლების განცხადებით, მოდელს მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, მაგრამ დამკვეთმა სამოდელო სააგენტომ ის ჩვენებაზე მაინც გაიყვანა. ძიუბას ასევე არ ჰქონდა დაზღვევა, რომელიც მას სამედიცინო დახმარებას გაუწევდა.


გარდაცვლილი მოდელის მშობლები პასუხების პოვნაში დახმარებას რუსეთის საელჩოს სთხოვენ, თუ რატომ არ არის ჩინეთში ახალგაზრდა მოდელების სიცოცხლე დაზღვეული.


 

big_banner
არქივი